2/22/2014

რა შეიცვალა და რა შეიძლება კიდევ შეიცვალოს?


  რამოდენიმე კვირის უკან. ზუსტად არ მახსოვს როდის, მაგრამ ის კი კარგად მახსოვს როგორი გახარებული ვუყურებდი პოლიციელს, რომელიც საბურთალოს გადასასვლელი ხაზის მოსაცდელთან, მუსიკოსებს ელაპარაკებოდა. თავიდან ვიფიქრე რომ არ შეიძლებოდა ასეთ ადგილებში დაკვრა და ორივე გიტარისტს გარეთ გააგდებს მეტქი, თუმცა რაც მოხდა ფოტოზეც კარგად ჩანს.
  ტირანული წყობილებიდან, გადავდივართ დემოკრატიულისკენ და ეს გულს მიხარებს.

იპოვეთ რამოდენიმე განსხვავება ამ ფოტოებში!
  გავიხსენებ 2 წლის უკან როდესაც მეც ამ მუსიკოსების მსგავსად ფილარმონიის მიწისქვეშა გადასასვლელში ვუკრავდი, რამოდენიმეჯერ პოლიციის თანამშრომლებმა ამიკრძალეს დაკვრა. თითქოს საზოგადოებრივ ნორმებს ცდებოდა ის საქციელი რომ მე ქუჩაში ვუკრავდი. მახსოვს დამცინავი სახეები დაცვის პოლიციელების და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლების სახეები დაკვრის განმავლობაში.
  ჭორის დონეზეც გავრცელდა თბილისში, რომ თუ ხელში ინსტრუმენტი გეჭირა და უკრავდი ან სეირნობდი, სავსებით შესაძლებელი იყო ნარკოლოგიურში ამოგეყო თავი რამდენიმე წუტის შემდეგ. თითქოს პოლიციელების უმეტესობა ფიქრობდა იმას რომ ყოველი მუსიკოსი, განურჩევლად ასაკისა და სქესისა ან ალკოჰოლზე ან სხვა რამეზე (მარიხუანა, ნარკოტიკი, ფსიქოტროპული წამლები) არის დამოკიდებული. ჯამში ეს მოსაზრება თავისთავად ეჭვქვეშ აყენებს შსს მუშაობას.
  თუმცა "გამოხდა ხანი". დღეს უკვე სიტუაცია შეიცვალა. პოლიციელი ნაკლებ აგრესიულ, სანდო ადამიანად ითვლება რომელიც ყოველთვის გეხმარება. შეიძლება მძღოლებს პრობლემა აქვთ ჯარიმებთან დაკავშირებით და ამაზე საკადრისი პასუხი მაქვს. არ დაარღვიო და არ დაგაჯარიმებს არავინ!
  საბოლოოდ მაინც ვთვლი რომ წინ მივდივართ კუს ნაბიჯებით მაგრამ იმედი მაქვს ოდესმე ნაბიჯების დაჩქარებას სხვა კუთხითაც შევძლებთ. იმედი მაქვს ეს პროგრესი შენარჩუნდება ყოველი ადამიანი გაიაზრებს რომ პროფესიის მიუხედავად ყველა ადამიანი ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქეა რომელიც ადრე თუ გვიან დატოვებს პოსტს და გადავა "სამოქალაქო სექტორში" :D

No comments:

Post a Comment